ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

შორტ-ტრეკი

ავტორი: http://www.sok.ge

თარიღი: 2012-05-21

შორტ-ტრეკი (ინგლ. short track, სიტყვასიტყვით _ მოკლე ბილიკი). ჩქაროსნული ციგურაობის ნაირსახეობა, შეჯიბრება სისწრაფეში მოკლე სარბოლ ბილიკზე, ყინულის ჰოკეის მოედანზე.
მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1981 წლიდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1992-იდან.
ბრიტანული ვერსიის მიხედვით, შორტ-ტრეკი ინგლისელებმა გამოიგონეს XIX საუკუნის დამლევს, მაგრამ ბრიტანეთში ფეხი ვერ მოიკიდა და კანადაში გავრცელდა.

კანადელები ამ ვერსიას უარყოფენ და შორტ-ტრეკის ფუძემდებლების სახელს თავად იჩემებენ. 1905 წელს სწორედ კანადაში გაიმართა მსოფლიოში პირველი ეროვნული ჩემპიონატი შორტ-ტრეკში. 

ერთი წლის შემდეგ ასეთივე შეჯიბრება მოეწყო აშშ-ში, პირველი ევროპული შეჯიბრების ორგანიზატორი კი დიდი ბრიტანეთი იყო (1914). მოგვიანებით შორტ-ტრეკი დაინერგა ავსტრალიაში, იტალიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ახალ ზელანდიასა და აზიის ქვეყნებში. ეს სახეობა განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში.

1975 წელს მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირთან (ISU) ჩამოყალიბდა შორტ-ტრეკის კომიტეტი.

ზამთრის XV ოლიმპიადაზე (1988, კალგარი) მოეწყო საჩვენებელი შეჯიბრება შორტ-ტრეკში, მომდევნო თამაშებიდან კი (1992, ალბერვილი) იგი სრულფასოვან ოლიმპიურ სახეობად აღიარეს. სადებიუტო ოლიმპიურ პროგრამაში 4 დისციპლინა შედიოდა. შემდგომი ოლიმპიადის პროგრამაში (1994, ლილეჰამერი) დამატებით 2 დისციპლინა შეიტანეს (ქალები _ 1000 მ, კაცები _ 5000 მ), 2002 წელს _ კიდევ 2 (ქალები, კაცები _ 1500 მ). ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია ჩუნ ლი კუნგი (კორეა), სამგზისა _ კიმ კი ხუნი (კორეა).

ციგურაობის საერთაშორისო კავშირი (International Skating Union -ISU) დაარსდა 1892 წლის 23 ივლისს სხევენინგენში (ჰოლანდია). დამფუძნებელი ქვეყნები: ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, შვედეთი და ჰოლანდია. აერთიანებს 77 ქვეყნის ფედერაციას. ხელმძღვანელობს სპორტის 4 სახეობას (ფიგურული ციგურაობა, ჩქაროსნული ციგურაობა, შორტ-ტრეკი და სინქრონული ციგურაობა).

შეჯიბრების წესები: შეჯიბრება იმართება ყინულის ჰოკეის მოედანზე, რომლის სიგრძეა 60 მ, სიგანე _ 30 მ. შორტ-ტრეკის ოვალი ყინულზე საგანგებო ნიშნებით არის აღნიშნული (მოედნის თავსა და ბოლოში ნახევარწრეზე განლაგებულია რეზინის ან პლასტიკის წითელი ფერის 7-7 დისკო). ოვალის სიგრძე, ანუ გარშემოწერილობაა 111,12 მ, სწორი მონაკვეთის სიგრძე _ 28,85 მ. სრიალი ნებადართულია მხოლოდ ბორტებსა და დისკოებს შორის სივრცეში, რომლის სიგანე სწორ მონაკვეთებზე სულ ცოტა 5, 71 მ. უნდა იყოს, მოსახვევებში კი — 5, 77 მ. სპორტსმენი მოედანზე გამოდის ჩაფხუტით, სამუხლეებით, საწვივეებითა და კისრის დამცავით. შორტ-ტრეკზე იგი დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
საერთაშორისო შეჯიბრებები ტარდება შემდეგ დისციპლინებში: ქალთა და კაცთა ???????????? რბოლა 500, 1000, 1500, 3000 მეტრზე, ესტაფეტა _ 3000 (ქალები) და 5000 მ (კაცები). 500 და 1000 მეტრზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ერთდროულად ასპარეზობს არაუმეტეს ოთხი,1500 და 3000 მეტრზე კი _ არაუმეტეს ექვსი სპორტსმენისა. იმარჯვებს ის, ვინც პირველი მივა ფინიშთან. ესტაფეტაშI თითოეული გუნდი 4-4 მოციგურავისაგან შედგება.გუნდის ყველა წევრი მონაცვლეობით გაივლის დისტანციის მისთვის განკუთვნილ მონაკვეთს. სპორტსმენი, რომელიც თანაგუნდელმა შეცვალა (ეს ხდება ხელით შეხების შემდეგ), მაშინვე ტოვებს მოედანს, რათა სხვებს დაბრკოლება არ შეუქმნას. მოციგურავეები ერთმანეთს ენაცვლებიან მოედნის ცენტრში ორივე მხარეს, ოვალის სწორ, 19 მ-ის სიგრძის, ლურჯი ფერის განივი ზოლებით მონიშნულ მონაკვეთზე. იმის გამო, რომ სასრიალოდ განკუთვნილი სივრცე შეზღუდულია, მონაწილენი ხშირად ეჯახებიან ერთმანეთს. ყინულზე დაცემას დისკვალიფიკაცია არ მოსდევს, მაგრამ მსგავსი შემთხვევის შემდეგ მოციგურავე პრაქტიკულად კარგავს გამარჯვების შესაძლებლობას.

Nanaxia: 217

კომენტარი:

კომენტარი დაამატა -: Javareli Java
Date: 2014-05-21

Karg ragacas gavs! vnaxot rogor gamova.

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: