ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

ჩეხეთში ფიგურული სრიალის ტურნირზე საქართველომ ვერცხლის მედალი აიღო

ავტორი: https://ipress.ge და https://imedinews.ge

თარიღი: 2018-10-08

 

ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ვერცხლის მედალი აიღო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მხოლოდ რუსულ წყვილს, ელიზავეტა ხუდაიბერდიევასა და ნიკიტა ნაზაროვს ჩამორჩნენ, 154.17 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. ბრინჯაოს მედლები ასევე რუსებს, დაიანა დევისსა და გლებ სმოლკინს ხვდათ წილად.

ქართველი მოციგურავეები ამ ტურნირის მეხუთე ეტაპიდან ჩაერთვნენ ასპარეზობაში, რომელიც 26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით იმართებოდა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში. ტურნირის პირველი მედლები გაითამაშეს მოცეკვავე წყვილებმა. ამ სეგმენტში მონაწილეობდა 15 ქვეყნის 18 მოცეკვავე წყვილი, რომლებიც ორი დღის მანძილზე მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე წარმოადგენდნენ თავიანთ ახალ რითმულ ცეკვასა და თავისუფალ პროგრამებს. ფავორიტებად ქართველ მოციგურავეებთან ერთად ითვლებოდნენ მოცეკვავე წყვილები რუსეთიდან , ამერიკიდან, კანადიდან. ქართველმა მოციგურავე წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ საკმაოდ საინტეერსო და ტექნიკურად დატვირთული რითმული და თავისუფალი პროგრამები წარმოადგინეს და ტურნირის ორივე პროგრამის ჯამში 154, 17 ქულით მეორე ადგილი დაიმსახურეს.ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოციგურავე წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ტექნიკური ელემენტების ნაწილში ყველაზე მაღალი 50. 08 ქულა დაიმსახურა და ღირსეულად გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები. მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ ერთიან რეიტინგულ სიაში 13 ქულა დაიმსახურა და 10-13 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გრან-პრის სერიის ბოლო მეშვიდე ეტაპზე, სადაც ისინი იასპარეზებენ, გადაწყდება გრან-პრის ფინალური ეტაპის საგზურები. ქართველ მოცეკვავე წყვილს საკმაოდ სერიოზული შანსები აქვთ , პირველად ისტორიაში იასპარეზონ გრან -პრის ფინალურ ეტაპზე , რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართტება კანადის ქალაქ ვანკუვერში.

კაზაკოვასა და რევიას წყვილმა გაზაფხულზე მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილი აიღო.

ოლიმპიური თამაშების , ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ ყველაზე წარმომადგენლობითი და რეიტინგული ტურნირი გრან- პრის ეტაპების სერიაა , რომელიც იმართება საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით 1997 წლიდან. გრან-პრის ეტაპებზე მონაწილეობის უფლება ეძლევათ მსოფლიო სარეიტინგო სიაში ყველაზე წარმატებულ სპორტსმენებს წინა სეზონის შედეგების გათვალისწინებით.

 

გიორგი რევია და მარია კაზაკოვა

წელს იუნიორთა შორის გრან -პრის სერიამ, რომელიც შვიდ ეტაპად გაიმართება , სტარტი აიღო 20 აგვისტოდან და იგი გაგრძელდება 13 ოქტომბრის ჩათვლით. სერიის სხვადასხვა ეტაპებზე იასპარეზებს ქართველი მოციგურავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, ერთეულებში ირაკლი მაისურაძე, ანადეა გულბიანი - შმიდტი და ალინა ურუშაძე.

ოსტრავაში მოცეკვავე წყვილების გამოსვლას მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე . დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი ქალბატონი მარიამ გიორგობიანი.

Nanaxia: 58

კომენტარი:

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: