ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

ქართველი მოციგურავის წარმატება ფინეთში

ავტორი: Georgian Figure Skating Federation

თარიღი: 2018-10-08

ფინეთის ქალაქ ესპოში 4-7 ოქტომბერს გაიმართა ჩელენჯერის სერიის ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში. ყოველწლიურად ამ სერიის ტურნირებში მონაწილეობენ ცნობილი მოციგურავეები, წარმოადგენენ თავიანთ ახალ პროგრამებს და მიღებული შედეგით მსოფლიო სარეიტინგო სიაში იმყარებენ საკუთარ პოზიციებს.


ქართველი მოციგურავის მორის ყვითელაშვილისათვის ახალ სეზონზე, ეს რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო " ჩელენჯერის სერიიდან" სლოვაკიის შემდეგ , სადაც მორისმა ონდრეი ნეპალას სახელობის ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა 23 მონაწილეს შორის.

ფინეთში მონაწილე მოციგურავეების რაოდენობა კი საკმაოდ წარმომადგენლობით იყო, ვაჟთა კატეგორიაში სულ 17 ქვეყნის 21 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საკმაოდ ტიტულოვანი მოციგრავეები რუსეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან ,კორეიდან.


ქართველმა მოციგურავემ საკმაოდ საინტერესოდ იასპარეზა ტურნირის ორივე პროგრამაში, მაღალი კონკურენციის პირობებში, საერთო ქულათა ჯამით 231, 19 დამსახურებულად დაიკავა მესამე ადგილი და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, რომელიც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სტატისტიკურ ნუსხაში ამ სეზონზე უკვე მეორე მედალია ქართველი მოცაკვავე წყვილის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის მედლების შემდეგ.


ფინეთში ვაჟთა კატეგორიაში გამოსვლებს მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, რომელიც საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ ყველა ტურნირზე მიწვეულია მსაჯთა შემადგენლობაში.


ვულოცავთ მორის ყვითელაშვილს, მის მწვრთნელებსა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ქართველი მოციგურავის ამ წარმატებიულ შედეგს იმ მნიშვნელოვანი სტატრების წინ, რომელიც ახალ სეზონზე წინ ელის მორისს.


შემდეგი ტურნირი , სადაც მორის ყვითელაშვილი დაიცავს საქართველოს ღირსებას გრან -პრის ტურნირის პირველი ეტაპია, რომელიც 19 - 22 ოქტომბერს გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ევერეტში.

Nanaxia: 112

კომენტარი:

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: