ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად - ქართველი მოცეკვავე წყვილი გრან-პრის ფინალშია

ავტორი: 1tv.ge

თარიღი: 2018-10-15

ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მოცეკვავე წყვილმა – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, შეძლო გრან-პრის ეტაპების ორი ვერცხლის მედლის და ფინალური საგზურის მოპოვება. ახალ ოლიმპიურ ციკლში სპორტულ ცეკვებში მიღწეული ეს წარმატება საკმაოდ სერიოზული განაცხადია მომავალ ტურნირებში მსაჯებისა და სპეციალისტების მხრიდან ფავორიტულ პოზოციაზე მათი აღიარებისა. ქართველ მოცეკვავე წყვილთან ერთად ფინალში, სამი წყვილი რუსეთიდან, ერთი კანადიდან და ერთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იასპარეზებს.

გრან -პრის თასის გათამაშება ,ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებთან ერთად, ის მაღალრეიტინგული საერთაშორისო ტურნირია, რომელიც 1997 წლიდან იუნიორთა და სენიორთა კატეგორიებში, საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ ტარდება და მასში მსოფლიოს ყველაზე სახელოვანი მოციგურავეები მონაწილეობენ.


იუნიორთა კატეგორიაში გრან-პრის სერია მოიცავდა შვიდ ეტაპს და იგი მიმდინარე წლის აგვისტოდან სლოვაკეთში, ავსტრიაში, ლიტვაში, კანადაში, ჩეხეთში, და სლოვენიაში ტარდებოდა და ბოლო მეშვიდე ეტაპით 13 ოქტომბერს დასრულდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში დასრულდა.

მოცეკვავე წყვილების შეჯიბრში, სულ შვიდ ეტაპზე, ჩართული იყო 24 ქვეყნის 65 წყვილი, რომლებიც ასპარეზობდნენ გრან-პრის ფინალური ნაწილის ექვსი საგზურის მოსაპოვებლად, მათ შორის ორ ეტაპზე ოსტრავასა და ერევანში გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. ქართველმა წყვილმა სექტემბერში, ოსტრავაში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიმსახურა და ერევნის ტურნირის წინ ფინალში გასასვლელად მაღალი შანსები შეიქმნა, თუმცა ერევანში მათ საკმაოდ ტიტულოვან წყვილებთან რუსეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელორუსიიდან, ესტონეთიდან და უკრაინიდან ასპარეზობა მოუწიათ. 15 წყვილს შორის ქართველმა მოციგურავეებმა164,65 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს და საერთო რეიტინგულ სიაში, ორივე ეტაპის ჯამური შედეგით – 318, 52 საუკეთესო ექვსეულში საგზური მოიპოვეს. გარნ -პრის ფინალურ ეტაპი , 6-9 დეკემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში გაიმართება.

„ვულოცავთ მარიამსა და გიორგის გრან -პრის ფინალში დამსახურებულად მოპოვებულ საგზურს. ეს შედეგი მათი მონდომების, მიზანსწრაფულობის, მათი მწვრთნელებისა და ქორეოგრაფების, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მთლიანი გუნდის ერთობლივი დამსახურებაა. გუნდურობისა და მხარდაჭერის ეს განცდა სპორტსმენებისთვის არის ის დამატებითი მოტივაცია, რომელიც მომავალი სტარტების წინ მათთვის მნიშვნელოვანი სტიმულია“ – აღნიშნა ტურნირის დასასრულს ერევანში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა მარიამ გიორგობიანმა.

 

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

Nanaxia: 198

კომენტარი:

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: