ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი" გრან -პრის" მეხუთე ეტაპზე და პირველი რეკორდული შედეგი ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში

ავტორი: Georgian Figure Skating Federation

თარიღი: 2018-11-18

 

ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მას სერიოზული გადაწყვეტილების მიღება უწევს და ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებსა და კეთილდღეობას, არამედ მისი სამშობლოს ფესვებისა და ისტორიული წარსულის მიმართ პატივისცემასა და აღიარებას უკავშირდება. სწორედ ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა მოუწია მოციგურავე მორის ყვითელაშვილს, როცა მან საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის ქალბატონ მარიამ გიორგობიანის უშუალო ინიციატივით, 2015-2016 წლიდან რუსეთის ფედერაციის სახელით გამოსვლას ქართული დროშითა და საქართველოს წარმომადგენლობის ამსახველი სპორტული სამოსით ასპარეზობა ჩაანაცვლა.

რუსეთი სახელით რამდენიმე წლიანი გამოსვლის მანძილზე მორის ყვითელაშვილს არ მიუღწევია ისეთი რაოდენობის წარმატებისათვის, რამდენიც საქართველოს სახელით ასპარეზობამ მოუტანა მის სპორტულ კარიერას.

კერძოდ,2017 წელს მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე "Ice Star MInsk" მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ,ამავე წელს შანხაიში გამართულ ტურნირზე "Ice Shankhai Trophy'-ზე კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ,2017 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე "Golden Zagreb Spins"-ზე პირველი ადგილი და ოქროს მედალი ,2018 წელს ფინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე "FInlandi Trophy" ბრინჯაოს მედალი, 2018 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად მოპოვებული ლიცენზია და ასპარეზობა ოთხწლეულის მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმზე, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სარეიტინგო ადგილი და ორი მოპოვებული საგზური 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე . ამ წარმატებების ლოგიკური გაგრძელება გახდა ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო ტურნირ " გრან პრის " სერიის მეხუთე ეტაპზე , რომელიც 16-18 ნოემბერს გაიმართა მოსკოვში, მეგასპორტის არენაზე, მორის ყვითელაშვილის მოერ მოპოვებული მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი.


მორის ყვითელაშვილი მოსკოვის ეტაპზე ასპარეზობდა ისეთ ტიტულოვან მოციგურავეებთან , როგორებიცაა ორგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი იუძურუ ჰანიუ , ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში და ორგზის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, რუსეთის ჩემპიონი მიხეილ კოლიადა, მოციგურავეები შევდეთიდან , ამერიკის შეერთებული შტატებიდან , იაპონიიდან,გერმანიიდან, კანადიდან.მორისმა ორი პროგრამის ჯამში 248, 58 ქულა დააგროვა და დამსახურებული მეორე ადგილი მოიპოვა, გამარჯვება მხოლოდ იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონს იუძურუ ჰანიუს დაუთმო, ხოლო რუს მოციგურავეს კი 23 , 5 ქულით აჯობა.მორისის წარმატებას განსაკუთრებულობას ძენს ისიც , რომ მისი გამოსვლა თავისუფალ პროგრამაში იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მის მიერ შესრულებული ტექნიკური ელემენტები და მათ შორის, ურთულესი სამი ოთხხმაგი ნახტომი, მსაჯების მიერ შეფასდა ყველაზე მაღალი ტექნიკური ქულით 81, 20 , რაც თვით იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონზეც კი 3, 5 ქულით მეტი აღმოჩნდა.

 

 

ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში მორის ყვითელაშვილის მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი პირველი ისტორიული შედეგია, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა აჩვენა ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც გრან -პრის ეტაპია, რომელიც 1995 წლიდან იმართება საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით და რომელიც ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების შემდეგ ყველაზე რეიტინგული ტურნირია, სადაც მონაწილეობენ მსოფლიო სარეიტინგო სიის საუკეთესო სპორტსმენები .

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ულოცავს ქართველ გულშემატკივრებს მორის ყვითელაშვილის ამ გამორჩეულ წარმატებას . დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში ამ წარმატებულ ნაბიჯ- სვლებს მოყვება ფიგურული ციგურაობის მზარდი პოპულარიზაცია და დაინტერესებულ ადამიანთა მეტი გულშემატკივრობა და გულწრფელი მხარდაჭერა .

Nanaxia: 99

კომენტარი:

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: