ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

2018 წლის გრან პრის სერიის ეტაპები იუნიორთა და სენიორთა კატეგორიაში

ავტორი: Mariam Giorgobiani

თარიღი: 2018-11-25

დასრულდა 2018 წლის "გრან პრის" სერიის ეტაპები იუნიორთა და სენიორთა კატეგორიაში, რომელიც აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით , საერთაშორისო საციგურაო კავშირის ორგანიზებით გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. იუნიორთა შორის შვიდი და სენიორთა შორის ექვსი ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვა იმ საუკეთესო ექვსეულების ვინაობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ " გრან პრის" ფინალურ ეტაპზე, რომელიც 6 -დან 9 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება კანადის ოლიმპიურ ქალაქ ვანკუვერში.


10 ქვეყნის 6-6 ყველაზე მაღალ რეიტინგული მოციგურავე, ერთეულთა და წყვილთა კატეგორიებში იასპარეზებენ " გრან -პრის " ფინალში გამარჯვებისათვის, მათ შორის ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ჩემპიონები და პრიზიორები. პირველად, ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ფინალში ,იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში იასპარეზებენ ქართველი მოციგურავეები მარიამ კაზაკოვა და გიორგი რევია, რომლებმაც ორ ეტაპზე მოპოვებული ვერცხლის მედლებით ამერიკელ, კანადელ და რუს სპორტულ მოცეკვავე წყვილებთან ერთად მოიპოვეს საგზური ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

გაგაცნობთ იუნიორთა და სენიორთა კატეგორიებში 2018 წლის ფინალში გასულ მონაწილეებს. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია წარმატებას უსურვებს ქართველ მოციგურავეებს მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი და აპასუხისმგებლო სტარტის წინ.

Nanaxia: 164

კომენტარი:

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: