ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

ავტორი: Georgian Figure Skating Federation

თარიღი: 2018-12-02

თურქეთში ბოსფორის თასზე მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პარალელურად ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე, სადაც ერთეულებისა და სპორტული წყვილების კატეგორიაში ასპარეზობდნენ სენიორები, იუნიორები და შუალედური ნოვისები.


საქართველოს ამ ტურნირზე იუნიორთა სეგმენტში წარმოადგენდა ქართველი მოციგურავე ანადეა გულბიანი შმიდტი, რომელიც ასაპეზობდა 16 მოციგურავესთან ერთად. ანადეამ საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში, სადაც 81, 65 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 8,5 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ესპანელ მოციგურავეს,თუმცა ორი პროგრამის ჯამში ანადეა გულბიანი შმიდტი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.ანადეამ თავისი დამაჯერებელი გამოსვლებით პირველსა და მესამე ადგილებზე გასულ ორ ესპანელ მოციგურავეს შორის ღირსეულად წარმოადგინა საქართველო.


საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ულოცავს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს, ანადეასა და მის მწვრთელს ლელა ჩოფიკაშვილს დამსახურებულ მეორე ადგილსა და წარმატებულ გამოსვლას.

Nanaxia: 222

კომენტარი:

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: