ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ავტორი: Georgian Figure Skating Federation

თარიღი: 2018-12-03

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის 2010 წლის ოლიმპიურ ქალაქ ვანკუვერის იმ ყინულის მოედანზე, სადაც ოლიმპიური მედლები თამაშდებოდა ჰოკეიში.

2011 წლიდან სენიორთა და იუნიორთა შორის გრან პრის ფინალი ერთობლივად ტარდება და ამ ტურნირში მონაწილეობენ სხვადასხვა ეტაპების მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული მოციგურავეები , ამიტომაც გრან - პრის ფინალს მინი მსოფლიო ჩემპიონატსაც უწოდებენ.


წელს გრან -პრის ფინალში ,ერთეულთა და წყვილთა კატეგორიებში 6- 6 მონაწილით, სულ 10 ქვეყნის 72 მოციგურავე იასპარეზებს. განსაკუთრებულია წლევანდელი ფინალი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციისა და ქართველი გულშემატკივრებისათვის, რამეთუ წელს პირველად გრან -პრის ფინალში იუნიორებს შორის გამოვა ქართველი სპორტული მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, რომლებმაც საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში , ეტაპებზე ორი ვერცხლის მედლით , მოიპოვეს ფინალის სასურველი საგზური. ქართველ მოციგურავეებთან ერთად ფინალში იასპარეზებენ მოციგურავეები რუსეთიდან , ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან.


წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ წყვილს, რომლებიც დღეს, მწვრთნელთან, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ ქალბატონ მარიამ გიორგობიანსა და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთან სალომე ჩიგოგიძესთან ერთად გაემგზავრნენ ვანკუვერში.

Nanaxia: 58

კომენტარი:

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: