ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

ავტორი: Georgian Figure Skating Federation

თარიღი: 2018-12-25

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია. დელეგატთა შორის იყვნენ საქართველოს ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების, სეოკ-ის წევრი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. სესიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. პარლამენტის წევრები,საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი და სხვა საპატიო სტუმრები.

დელეგატთა წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მიმოიხილა სეოკ-ის საქმიანობა 2018 წელს, ისაუბრა სპორტული წლის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. სესიაზე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ სეოკ-ის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ზამთრის სპორტში საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენებად დასახელდა პერსპექტიული მოციგურავეები - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი; მარია და გიორგი ერთობლივი წყვილის სახით 2017 წლიდან გამოდის საქართველოს სახელით. ამ მცირე პერიოდის მიუხედავად, მათ გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს საერთაშორისო არენაზე და არაერთი გამაჯვების მედალი შემატეს ზამთრის სახეობების სპორტული ცეკვების კატეგორიას. რიგაში გამართულ " Volvo Cup "-სა და პოლონეთში " Mentor Torin Cup"-ზე მოპოვებული ოქროს მედლები , ზაგრების საერთაშორისო ტურნირის "Golden spin of Zagreb" ვერცხლის მედალი , ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირზე "Santa Claus Cup" ბრინაჯაოს მედლები, მათთვის სადებიუტო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული 2 საგზური 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის. 2018 წლის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გრან -პრის ჩეხეთისა და სასომხეთის ეტაპების ვერცხლის მედლები და წლის ყველაზე მაღალი შედეგი, გრან -პრის ფინალურ ეტაპზე, მსოფლიო საუკეთესო ექვსეულში საგზურის მოპოვება და ვანკუვერში, ფინალში მონაწილეობა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია, ფედერაციის პრეზიდენტი ქალბატონი მარიამ გიორგობიანი გულითადად ულოცავს სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე ახალგაზრდა და პერსპექტიულ წყვილს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ამ წარმატებას და მუდმივ მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს მათ მომავალი გამარჯვებებისაკენ მიმავალ გზაზე.

მარიამ გიორგობიანი ფედერაციის, ყველა სპორტსმენისა და მწვრთნელების სახელით მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და მისი პრეზიდენტის ბატონ ლერი ხაბელოვის მიმართ , ზამთრის ოლიმპიური სახეობების და კერძოდ, ფიგურული ციგურაობისათვის მუდმივი ყურადღებისა და ახალგაზრდა მოციგურავე წყვილის, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დაჯილდოვებისა და სტიმულირებისათვის.

Nanaxia: 182

კომენტარი:

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: