ფიგურული სრიალი

ცეკვები

შორთთრეკი

ფიგურული სრიალის სიახლეები

2018 წლის შედეგები, წარმატებები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები წლის დასასრულს.

21 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესია.

2018 წლის 6 დეკემბრიდან სტარტს აიღებს და 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება გრან-პრის სერიის ფინალი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში

ანდორის ქალაქ კანილოში საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით მიმდინარეობდა კიდევ ერთი ტურნირი ღია ანდორის თასზე

21 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ ცელიეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი იუნიორებისა და ნოვისების კატეგორიაში მოასპარეზე მოციგურავეებს შორის.

2018-12

2018-11

2018-10

2014-05

2014-03

2012-05

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაცია ISU

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ძებნის განხორციელება შესაძლებელია არანაკლებ 4 სიმბოლოთი


HOME

სპორტი ფიგურული სრიალი

ავტორი: http://sal4you.wordpress.com

თარიღი: 2014-05-05

ფიგურული სრიალი, ჩემი უსაყვარლესი სპორტის სახეობა, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან უამრავ ენერგიას, ძალისხმევას, შრომას გულისხმობს. რთულია იყო კარგი მოციგურავე, რადგან სანამ ამ სტატუსს მოგანიჭებენ დიდი გზა უნდა განვლო. მკითხველო მინდა გესაუბროთ სპორტის ამ ერთობ საშიშ და საინტერესო სახეობაზე. მინდოდა უცნაური ფაქკები შემეგროვებინა, მაგრამ ვერაპერი ვნახე გარდა ვიდეოებისა და ამიტომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინფორმაციას მოგაწვდით.

ფიგურული სრიალი არის სპორტი, რომელშიც სრიალებენ როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში. ისინი აკეთებენ ტრიალებს, ნახტომებს, ნაბიჯებს და სხვადახვა რთულ მოძრაობებს ყინულზე. ფიგურულ სრიალში ტარდება სხვადასხვა დონის შეჯიბრებები: ეროვნული, ლოკალური და ოლიმპიური. ეს დონეები კიდევ იყოფა ორ ნაწილად: პროფესიონალური და იუნიორი.

ფიგურული სრიალი ასევე არის დაკავშირებული შოუ ბიზნესთან. ვერშემდგარი და ვეტერანი სპორტსმენები აწყობენ სხვადახვა შოუებს, აფორმებენ სიმღერებს კლიპებს, ართობენ ბავშვებს და ა.შ.

ოლიმპიადაზე (და არამარტო), ფიგურული სრიალი იყოფა რამდენიმე დისციპლინად:

ინდივიდუალური – ქალები და კაცები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს. ქალები ცალკე, კაცები ცალკე. შეჯიბრება გრძელდება ორი დღე. პირველ დღეს ისინი ასრულებენ მოკლე პროგრამას რომელიც დაახლოებით 2 წუთამდე ხოლო გრძელი პროგრამა  3 წუთზე მეტ ხანს გრძელდება.

წყვილი (მოცეკვავე) – მოცეკვავე წყვილი (ერთი კაცი და ერთი ქალი) არ ასრულებენ ნახტომებს. მათ ევალებათ სინქრონულად შეასრულონ ტრიალი, მერცხლები, ნაბიჯები და ა.შ. შეჯიბრი გრძელდეა 3 დღე. პირველ დღეს ისინი ასრულებენ მოკლე პროგრამას რომელის გრძელდება 2 წუთი, გრძელი პროგრამა რომელიც გრძელდება 3 წუთზე მეტ ხანს და თავისუფალი პროგრამა. მესამე დღეს წყვილს ეძლევა უფლება წარმოადგინონ თავისი თემატიკის პროგრამა, განუსაზღვრელი დროით და ილეთებით.

წყვილი (სპორტული) – სპორტული წყვილი ვალდებულია გააკეთოს არამარტო ნახტომები არამედ შეასრულოს სახიფათო ილეთები და რაც მთავარია სინქრონში. შეჯიბრება გრძელდება ორი დღე მოკლე პროგრამა რომელიც ორ წუთს, ხოლო გრძელი პროგრამა 3 წუთზე მეტ ხანს გრძელდება.

ციგურები: ბევრს ჰგონია რომ ციგურები ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ალბათ შეგიმჩნევიათ ციგურების ცხვირზე პატარა ,,წვეტები” რომელიც ეხმარება მოციგურავეს ნახტომების შესრულებაში. რაც უფრო დიდია ციგურების ცხვირი მით უფრო მეტი ნახტომის შესრულება შეგიძლია.

ნახტომები: ნახტომები ყველაზე მთავარი კომპონენტია პროგრამაში. აქსელი, ტულუპი, სალხოვი, ლუთსი, რითბერგერი და ფლიპი. აქედან ყველაზე მთავარი პროგრამაში არის ლუთსი და ტულუპი. ნახტომები ჩათვლილად ითვლება მაშინ როდესაც ნახტომს შეასრულებ ტექნიკურად სწორად და შეასრულებ 2-3 ტრიალს ჰაერში. მამაკაცების ერთეული ნაწილი შეჯიბრებებისას ასრულებენ 4 ტრიალს.

ყინული: სტანდარტული ყინულის ზომა არის 70X30. მთლიან მოედანზე არის დასხმული გამოხდილი წყალი რაც უფრო არბილებს ყინულს და უფრო ადვილს ხდის მასზე სრიალს.

საქართველოშიც არის ასეთი ყინული (არაგაბერილი) თუმცა ზომით სტანდარტულ ყინუთან შედარებით სიგრძეში შვიდჯერ ხოლო სიგანეში სამჯერ ნაკლებია 10X10. თუ თქვენც გექნებათ სურვილი ეზიაროთ ულამაზეს სპორტს შეგიძლიათ მიბრძანდეთ.

Nanaxia: 277

კომენტარი:

კომენტარი დაამატა -: Xatuna
Date: 2014-04-03

Mainteresebs mushaobs tu ara

კომენტარის დამატება

სურათიდან შეიყვანეთ რიცხვების ჯამი - SUM: